суббота, 24 ноября 2018 г.

განხორციელებული პროექტები

პროექტი "მზიანი გულის კაცი" (პირველი ნაწილი)

მზის სითბო ათბობდა და მზის სხივები ანათებდა მის სულსა და გულს. ამიტომ ხშირად ამბობდა:"მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ. ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი. გასაოცარია, მაგრამ მის ერთ სულში ადვილად მოთავსდა, დაიტია და იცოცხლა სიცოცხლის ბოლომდე. ეს იყო კაცი, ვისაც უზომოდ უყვარდა ადამიანები, მზე, სიცოცხლე, ზღვა და ... სამშობლო.ხშირად ამბობდა:"მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა ცას მივაშუროთ - ცაში წავიდე.
სწორედ ცაში დაიდო ბინა, მზესთან ახლოს, მზესავით თბილი და მარადიულია მისი სახელი ნოდარ დუმბაძე.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის #2 საჯარო სკოლის IV-ბ კლასის მოსწავლეებმა(მასწავლებელი მაკა ვაშაკიძე) წარმოადგინეს ლიტერატურულ-მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია "მზიანი გულის კაცი".
ღონისძიება მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის მოკლე ბიოგრაფია, მხატვრულად წაიკითხეს საბავშვო ლექსები, მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს და რამდენიმე სცენაც გაითამაშეს.
ღონისძიება გაალამაზა ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალამ.
დასასრულს მოსწავლეებმა კალათით ჩამოატარეს მზის ფორმის ფურცლები, რომლებზეც თითოეულმა მოწვეულმა სტუმარმა თავისი მზე დახატა და ავტოგრაფი და შთაბეჭდილება დატოვა. "მზეებმა" ააჩახჩახეს წინასწარ მომზადებული მზის ხე და ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი, რომელიც ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოირთო ყვითელი ფერებით. კიდევ უფრო გაათბო მზის ხემ და ამ სითბოთი, სიკეთითა და სიყვარულით დატვირთულები დაემშვიდობნენ ერთმანეთს მაყურებლები და მონაწილეები.







Комментариев нет:

Отправить комментарий