понедельник, 19 ноября 2018 г.

"მასწავლებლებო, მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი"

ოქტომბრის პირველი კვირა დადგა.ეს ის დროა, როცა ადამიანები მოსავალს იღებენ და ხვავსა და ბარაქას თავიანთ სახლებში აბინავებენ ... ჩვენ, პედაგოგები, მუდამ ვშრომობთ და მოსავალს მოზარდის გულსა და გონებაში ვაბინავებთ. მასწავლებლის დღეც შემოდგომის ბარაქიან თვეს აღინიშნება. იმიტომაც ჩვენი ჯეჯილი არ ჭკნება და მუდამ ბიბინებს ... გილოცავთ, ძვირფასო პედაგოგებო , მასწავლებლის დღეს! იყავით მხნედ. რამეთუ მხნედმყოფმა და ენერგიულმა უნდა აღზარდო ჯანსაღი თაობა...
მასწავლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო მოულოდნელი სიურპრიზი მოვუწყვე. სიურპრიზის განხორციელებაში დამეხმარა მე_11 კლასის მოსწავლე თამუნა ქვაჩახია. ერთად დავგეგმეთ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა თემატურად შევარჩიეთ ი. ჭავჭავაძის მოთხრობა "ჭეშმარიტი მოძღვარი"
მოსწავლეები აღფრთოვანდნენ სიურპრიზით, თამუნა მასწავლებელს ყურადღებით უსმენდნენ და ტექსტზე აქტიურად იმუშავეს. ტექსტის ანალიზის შემდეგ თამუნა მასწავლებელმა რამდენიმე აქტივობა შესთავაზა. შეასრულეს მუსიკალური ნომრები, დახატეს " ჩემი თვალით დანახული მასწავლებელი". ნახატები საკლასო ოთახში გამოფინეს , ისაუბრეს როგორი თვისებები უნდა ახასიათებდეს მასწავლებელს. მასწავლებლის ჩაცმულობა,მაკიაჟი და ვარცხნილობა განსაკუთრებით საინტერესო სასაუბრო თემა აღმოჩნდა და საკუთარი შეზღუდვებიც დააწესეს. უამრავი კითხვა დაუსვეს თამუნა მასწავლებელს და მისგან გულწრფელ პასუხებს ითხოვდნენ.
თამუნა მასწავლებლის დებიუტი შედგა. ბედნიერია მასწავლებელი და მოსწავლეები. გაკვეთილის ბოლოს ფერად ფურცლებზე დაწერეს :"როგორ მომეწონა გაკვეთილი და თამუნა მასწავლებელი .. .
თამუნა მასწავლებელმა სითბოთი და სიყვარულით წაიკითხა მოსწავლეების სამახსოვრო წერილები და თან წაიღო დიდი სიყვარულის ნიშნად. დამეგობრდნენ მასწავლებელი და მოსწავლეები. ექსპრონტად სიმღერა მიუძღვნეს და მადლიერებითა და სიყვარულით სავსე თვალებით დაემშვიდობნენ იმ იმედით ,რომ ....
გაკვეთილს ესწრებოდნენ დაწყებითი კლასის დამრიგებლები ივეტა ბაბილუა,ბუნების მასწავლებელი მირანდა შამანაძე ,ხელოვნების მასწავლებელი მაია გვალია და რამდენიმე მშობელი. მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო გაკვეთილის ბოლო ნაწილი, როცა ერთმანეთს დაემშვიდობნენ მასწავლებელი და მოსწავლეები. შევთანხმდით ,რომ ყველა ბედნიერი იყო, რადგან შედგა ერთი ლამაზი დღე .ჩემი ჩანაფიქრი ზედმიწევნით განვახორციელე და დღეს ყველაზე ბედნიერი მასწავლებელი ვარ.




















Комментариев нет:

Отправить комментарий