вторник, 27 ноября 2018 г.

ფერადი სტროფების სამყარო _ პიარ კამპანია

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა მხატვრული კითხვის კლუბი ,,ფერადი სტროფების სამყარო". 
კლუბის კურატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაკა ვაშაკიძემ, მოსწავლეებს მრავალფეროვანი და სახალისო პიარ-კამპანია წარმოუდგინა. მოსწავლეებს გააცნო კლუბის მისია, მიზნები, ამოცანები. სახალისო კონკურსებში გამარჯვებულებს მოკრძალებული საჩუქარი გადასცა. დაინტერესებული მოსწვლეები ადგილზევე დარეგისტრირდნენ. კლუბის სამიზნე ჯგუფის ასაკია 13-17 წელი, გაწევრიანდა 20 მოსწავლე. მოსწავლეებმა მოიწონეს მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო პროგრამა. კლუბი მუშაობას დაიწყებს 2 ოქტომბრიდან და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.









воскресенье, 25 ноября 2018 г.

სამშობლო ჩემი ქალაქიდან იწყება

"სამშობლო ჩემი ქალაქიდან იწყება"- ამ სიტყვების მნიშვნელობა კარგად რომ გაეთავისებინათ ჩემს პატარებს, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ვესტუმრეთ გ.ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურის მუზეუმსა და ნიკო ნიკოლაძის კოშკს (სადაც გამოფენილია უნიკალური ფოტოები) საინტერესო მეგზურობა გაგვიწია გიდმა (რუსკა თითიმერია) შესაბამისად მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს და საინტერესო ჩანაწერებიც დატოვეს მუზეუმის ჩანაწერების წიგნში.
აღფრთოვანებულები, საინტერესო ინფორმაციით დატვირთულები დაბრუნდნენ მშობლიურ სკოლაში.
უნიკალური ექსპონატების დათვალიერებისას მათი გაკვირვებისაგან გაფართოვებული თვალებით მრავლისმთქმელი იყო, ამიტომ მშობლიური ქალაქის დათვალიერება გრძელდება...

























суббота, 24 ноября 2018 г.

პროექტი "მზიანი გულის კაცი" (მეორე ნაწილი)







მასწავლებელი ადამიანია, ვინც მოზარდში იმ მარცვალს დებს, რომელიც აუცილებლად აღმოცენდება და შესაბამის ნაყოფსაც გამოიღებს.
წლების წინ ჩემმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნოდარ დუმბაძის ლექსებითა და მოთხრობებით მასწავლა, რომ დედამიწას ამოძრავებს სიყვარული, სიკეთე, ერთგულება, მეგობრობა...ყოველივე ღრმად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში.
 2018 წელი ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წლად გამოცხადდა, მაშინვე ჩემი მასწავლებელი გამახსენდა და გადავწყვიტე საინტერესი პროექტი დამეგეგმა, პროექტი შემდეგში მდგომარეობდა: საქალაქო ღონისძიება ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, მოგვიანებით ექსკურსია გურიაში და ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.
გურიაში ბევრი ღირშესანიშნავი ადგილია, გიორგობის დღესასწაულზე აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერზე უკეთესს ადგილს ვერ შევარჩევდი, ამიტომ დავგეგმე ექსკურსია ტაძრის მოლოცვით დაგვეწყო. პატარებმა მოისმინეს ქადაგება, ილოცეს და ემთხვიეს თამარ მეფის ჯვარს, ოზურგეთიდან ჩოხატაურისკენ ავიღეთ გეზი.
მთავარი დავალება იყო  შესასრულებელი - ღონისძიება "მზიანი გულის კაცი".
მოსწავლეები, ღონისძიების სცენარის მიხედვით უკვე იცნობდენ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას და მოუთმენლად ელოდებოდნენ როდის გამოჩნდებოდა ნოდარ დუმბაძის სახლი.
"ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო"- სწორედ ეს მოლოდინი ჰქონდათ პატარებს, მღელვარებამ იმატა, როცა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში შევიდნენ და ნაცნობი ფოტოები დაინახეს. მიუხედავად მღელვარებისა დავალებას შესანიშნავად გაართვეს თავი. დაღლილობა მალევე დაივიწყეს და განსაკუთრებულად მოინდომეს. თითქოს უნდოდათ ნოდარ დუმბაძისათვის თავი მოეწონებინათ და ასეც მოხდა, ბევრად უკეთესად წარდგნენ ნოდარ დუმბაძის ფოტოებისა და მასპინძლების წინაშე.
პროექტის მიზანიც ეს იყო, არასდროს დავიწყებოდათ ის, რასაც სცენარის მიხედვით გაეცნენ, წარმოადგინეს და საკუთარი თვალით იხილეს.
განსაკუთრებით გაიხარეს, როცა აღფრთოვანებულმა მასპინძელმა შეაქო და საუკეთესოები უწოდა მათ შორის, ვინც ამ მუზეუმში როდესმე სტუმრად ყოფილა.
დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს დამატებითი ინფორმაცია და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაემშვიდობნენ ნოდარ დუმბაძის გმირებს იმ იმედით, რომ როდესმე დაბრუნდებიან(იქნებ რომელიმეში ჩემი ისტორია განმეორდეს).
პროექტი ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო, გაგრძელდა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში და დასრულდა ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში "ქალაქური".
მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები გასართობი და მხიარული თამაშებით კარგადაც გაერთნენ და დამსახურებული ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ.
სასიამოვნოდ დაღლილები დავბრუნდით მშობლიურ ქალაქში.
პროექტი დასრულდა სკოლაში, სადაც შთაბეჭდილებების წიგნში კიდევ ერთი ღონისძიების შთაბეჭდილებები აღწერეს.