суббота, 9 июня 2018 г.


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : მაკა ვაშაკიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, IX  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
გაკვეთილის გეგმა: გ. ლეონიძი  მოთხრობა  „მარიტა“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტში ძირითადი პრობლემის გამოკვეთა, პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება. პერსონაჟებზე დაკვირვების, დამოუკიდებლად აზროვნების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზაციის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
კლასის ორგანიზება მოსწავლეებს ვკითხავ როგორია მათი განწყობა და როგორები იქნებიან გაკვეთილზე.მოვინიშნავ  გაკვეთილის  ბოლოს შესაფასებელ მოსწავლეებს.
სიის ამოკითხვა, განწყობის შექმნა, მოტივაცია.
მთელი კლასი

1 წთ.
2
საშინაო დავალების შემოწმება.(შეცდომის შემთხვევაში რედაქტირება)
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
რვეული, კალამი, წიგნი
6 წთ.
3
წინა გაკვეთილზე ვაჩვენე თ. აბულაძის ფილმი „ნატვრის ხე“. ამ  გაკვეთილზე  მოსწავლეებმა  უნდა    მოძებნონ  საერთო  და  განსხვავება  ფილმსა  და მოთხრობას  შორის.
ვენის დიაგრამა
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,მარკერი, ფორმატი
6 წთ.
4
ტექსტიდან ძირითადი პრობლემის გამოკვეთის მიზნით ვიყენებ აქტივობას  3-2-1. სლაიდზე ვაჩვენებ სამ უმნიშვნელოვანეს კითხვას.
1.       მოიყვანონ სამი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც დაიცავენ მარიტას საზოგადოებისგან.
2.       დაასახელონ ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც გაამართლებენ სოფლის თავკაცს.
3.       დაასახელონ ის  ერთი შეცდომა, რომელიც საზოგადოებამ დაუშვა.
3-2-1 (კითხვა-პასუხი)
მთელი კლასი
კითხვები სლაიდზე

კომპიუტერი,პროექტორი
6 წთ.
5
მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად მივმართავ აქტივობას „ასოციაციური რუკა“.
სიტყვებს „ადამიანი და „ხალხი“ მოუძებნონ    ასოციაციური    სიტყვები  და ახსნან  მათი  მნიშვნელობა.
ასოციაციური რუკა
მთელი კლასი
მარკერი, ფორმატი
3წთ.
6
ტექსტის მთავარი პრობლემის ამოცნობის შემდეგ ადათ-წესების მნიშვნელობის გაღრმავების მიზნით დავავალებ ახსნან შემდეგი სიტყვების მნიშვნელობა:სტერეოტიპები,ტრადიციები და ადათ−წესები.
სლაიდზე წარმოვადგენ სიტყვების სრულყოფილ განმარტებას.
მინი−ლექცია
მთელ კლასთან
სლაიდის საშუალებით სიტყვათა მნიშვნელობის ახსნა.
კომპიუტერი,პროექტორი
3 წთ.
7
ტექსტში დასმული პრობლემა დღესაც აქტუალურია, ამიტომ მოსწავლეებს ვუსვამ წინასწარ შერჩეულ, სლაიდზე წარმოდგენილ კითხვებს, რომელთა პასუხებით შეძლებენ ამ პრობლემის დღევანდელობასთან დაკავშირებას.
1.       რას ფიქრობთ, მას შემდეგ საზოგადოება განვითარდა?
2.       დღეს არსებობენ ციციკორეები?
3.       რამდენად მოერია დრო ადათს?
4.       „სხვისი ჭირი−ღობეს ჩხირი“ როგორ გესმით ეს ანდაზა?
5.       მეთანხმებით, რომ უყურადღებობა ძალადობაა?
მსჯელობა
მთელ კლასთან
კითხვები სლაიდზე
კომპიუტერი,პროექტორი
6 წთ.
8
შევახსენებ შესწავლილ ტექსტებს ი. ჭავჭავაძის „სახრჩობელაზედ“ და მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“. გამოყოფენ ტექსტების ძირითად პრობლემას. მსჯელობას ისე წავიყვან რომ მივიდნენ დასკვნამდე და გამოიცნონ სიტყვა
რაა−ლაძაბასდო!
მოსწავლეებს შევთავაზებ რამდენიმე მოსაზრებას და ვთხოვ შეარჩიონ სწორი ვერსია- რა იწვევს ძალადობას:
ა)უსამართლოდ სხვის საქმეში ჩარევა;
ბ)საზოგადოების წინდაუხედავობა;
გ)არასრულწლოვნის ქორწინება;
დ)სურვილის წინააღმდეგ ქორწინება;
ე)ყველა ერთად.



სიტყვა სლაიდზე
რაა−ლაძაბასდო!
სლაიდზე მოსაზრება
კომპიუტერი,პროექტორი

6 წთ.
9
საშინაო დავალების მიცემა. რომელ ადათ-წესს გამოარჩევ და რატომ?

მთელი კლასი

1წთ.
10
შეფასება
გაკვეთილის დასაწყისში მოცემული პირობა ზედმიწევნით შეასრულეს.     შევაფასებ რამდენიმე  მოსწავლეს,
რომლებიც გაკვეთილის დაწყებამდე მოვინიშნე.



2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მიმართულება_ზეპირმეტყველება.
ქართ.IX 1− მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
მიმართულება−კითხვა
ქართ.IX 5−მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გაანალიზოს და შეაფასოს ტექსტები, რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე და დაუკავშიროს  შესწავლილ  ტექსტებს.